logo
ENG



"არა და არასოდეს!" - დიღმელაშვილი ზურაბიშვილს პასუხობს

14 ივნ 202221:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/14/h3nwmtplww5fu70.jpg

"არა და არასოდეს!" - ასე უპასუხა მოძრაობა სირცხვილიას ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, გადადონ 20 ივნისს დაგეგმილი აქცია. 

ზურაბიშვილმა მოძრაობა სირცხვილიას მიმართა, გადადოს 20 ივნისს დანიშნული პროევროპული აქცია, რომელიც, მისი თქმით, "ბევრ საფრთხეს უკავშირდება".

20 ივნისს, ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლიდან 3 წლის თავზე, მოძრაობა სირცხვილიამ აქცია "შინ, ევროპისკენ" დააანონსა. სალომე ზურაბიშვილმა თავისი აქცია 4 დღით ადრე დანიშნა. 

სირცხვილიას აქცია 20 ივნისს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაიწყება.

შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. 21:00 საათზე კი აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.


close დახურვა